ირანი BRICS-ში გაერთიანებას აპირებს
ირანმა BRICS-ში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა, რომელიც განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკებს აერთიანებს.
2009 წელს დაფუძნებული ბლოკი რუსეთს, ჩინეთს, ბრაზილიას, ინდოეთს და სამხრეთ აფრიკას მოიცავს.
„ირანის წევრობა როგორც ჩვენს, ასევე BRICS-ის ინტერესებშია“, - განაცხადეს ირანი საგარეო საქმეთა სამინისტროში.
„სანამ თეთრ სახლში ფიქრობენ, სად რა აურიონ და აკრძალონ, ირანმა და არგენტინამ ბლოკის წევრობის სურვილი გამოთქვეს“, - ასე გამოეხმაურა ირანის განაცხადს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი მარია ზახაროვა.
ჯამში ორგანიზაციის ქვეყნები 27,5 ტრილიონი დოლარის ეკონომიკურ სივრცეს ფარავენ.
ბლოკში უმსხვილესი წევრი ჩინეთია, რომელზეც BRICS-ის ეკონომიკის 70 პროცენტი მოდის.
სულ BRICS-ში მსოფლიო მოსახლეობის 40 % და ეკონომიკის 26 პროცენტია თავმოყრილი.
რუსეთისთვის დაწესებული მასშტაბური საერთაშორისო სანქციების ფონზე კრემლი ალტერნატიულ ბაზრებზე საუბრობს.
გასულ კვირაში გამართულ BRICS-ის ვირტუალურ სამიტზე ჩინეთის ლიდერმა სი ძინფინგმა განაცხადა, რომ დასავლეთში სანქციებს ხშირად „ბოროტად იყენებენ“.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ რუსეთი ეკონომიკურ ფოკუსს სწორედ BRICS-ის მსგავს გაერთიანებებზე გადაიტანს.