ირანი საუდის არაბეთში წარმომადგენლობას ხსნის
საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში (IOC), ირანის წარმომადგენლობა გაიხსნება.
ირანული მედიის თანახმად, საუდის არაბეთში ირანელი დიპლომატების დელეგაცია უკვე ჩაფრინდა.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერის განცხადებით, თეირანი ერ-რიადში საელჩოს აღსადგენად მზადაა - თუმცა ამისთვის „საუდის არაბეთის პრაქტიკული ძალისხმევაა საჭირო."
ახლო აღმოსავლეთის ორმა გავლენიანმა სახელმწიფომ ურთიერთობები 2016 წელს გაწყვიტა, როცა ირანელებმა საუდის არაბეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები დაარბიეს.
დარბევა საუდის არაბეთში შიიტი სასულიერო პირის სიკვდილით დასჯას მოჰყვა.
მას შემდეგ, ერაყის შუამავლობით, თეირანს და ერ-რიადს შორის ნახევრად ფორმალური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.