ირანის ისლამური რესპუბლიკის პირველი პრემიერი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა
ირანის სამთავრობო მედიის ცნობით, აბდოლჰასან ბანისადრი, ირანის ისლამური რესპუბლიკის პირველი პრემიერ-მინისტრი, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ პარიზში გარდაიცვალა.
აბდოლჰასან ბანისადრი 1979 წლის რევოლუციის შემდგომ შექმნილ მთავრობას ჩაუდგა სათავეში. ის თანამდებობას 1980 წლის თებერვლიდან 1981 წლის ივლისამდე იკავებდა, სანამ მას მთავრობამ იმპიჩმენტი გამოუცხადა და აბდოლჰასანს საფრანგეთში ემიგრაცია მოუწია.
შიიტი სასულიერო ლიდერების ფონზე, რომლებმაც რესპუბლიკის უმაღლესი პოსტები დაიკავეს, ბანისადრი დასავლური ჩაცმულობის სტილით და ფრანგული ფილოსოფიის იდეების ზეგავლენით იყო გამორჩეული.
ბანისადრი, რომელიც რევოლუციამდე აიათოლა რუჰოლა ხომეინის - თეოკრატიული ირანის პირველი ლიდერის - თანამებრძოლი იყო, პოლიტიკურ შიიზმს განუდგა. ემიგრაციის წლებში ის მწვავედ აკრიტიკებდა ირანის ამჟამინდელი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის პოლიტიკას.
ირანში ისლამური რესპუბლიკა რევოლუციის შედეგად დამყარდა, რომელიც 1978 წლის იანვარში დაიწყო და ბოლო მონარქის, მოჰამად რეზა ფეჰლევის ქვეყნიდან ემიგრაციით დასრულდა.