ირანი ჰიჯაბის გარეშე მყოფ ქალებს მონიტორინგს სახის ამომცნობი სისტემით გაუწევს
ირანელი ქალები, რომლებიც ჰიჯაბის ვალდებულების შესახებ კანონებს არ იცავენ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში სახის ამოცნობის ტექნოლოგია დააკვირდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
ხელისუფლება საჯარო სივრცეებში ამ ტექნოლოგიის გამოყენებას მას შემდეგ გეგმავს, რაც ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისიმ 15 აგვისტოს ქალის ტანსაცმლის შესახებ ახალი მკაცრი წესები მიიღო.
ახალი კანონი ეროვნული ჰიჯაბისა და უბიწოების დღის შემდეგ მიიღეს, რომელიც ტრადიციულად 12 ივლისს აღინიშნება. კანონის გასაპროტესტებლად ირანელებმა ჰიჯაბის ტარების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს. ტრანსპორტში ჰიჯაბის გარეშე მყოფი ქალები სოციალურ ქსელებში ფოტოებს მასიურად აქვეყნებდნენ.