ირანში 2020 წელს სიკვდილით 267 ადამიანი დასაჯეს
საზოგადოებრივი მხარდაჭერის კლების მიუხედავად, ირანი “აკვიატებულად” აგრძელებს ადამიანების სიკვდილით დასჯას, ნათქვამია ადამიანის უფლებების დამცველი აქტივისტების ანგარიშში.
საერთაშორისო ორგანიზაცია “ერთად სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ” ანგარიშის მიხედვით, ირანმა შარშან 267 პატიმარი დასაჯა სიკვდილით. მათგან 4 არასრულწლოვანი იყო, ხოლო 9 ქალი.
საერთო მონაცემებით სიკვდილით დასჯილი ადამიანების რიცხვი იკლებს. 2015 წელს ირანმა სასჯელის ეს მეთოდი 972 ადამიანის წინააღმდეგ გამოიყენა.
ორგანიზაციის მონაცემებით, ირანი ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე ხშირად იყენებს სიკვდილი დასჯას.