ისლამური სახელმწიფოს წევრების ციხიდან გაქცევას შეტაკებები მოჰყვა

 

ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში ისლამურ სახელმწიფოსა და ქურთ მებრძოლებს შორის დაპირისპირება რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ქურთების კონტროლის ქვეშ მყოფი ციხიდან ტერორისტები გაიქცნენ.

ხუთშაბათიდან ქურთული ძალების მხარდასაჭერად ამერიკულმა ავიაციამ ქალაქ ჰასაკაში იერიშები დაიწყო.

3 წლის წინ, ტერორისტული ორგანიზაციის დამარცხების შემდეგ, გვაირანის ციხის აღება მათი ყველაზე წარმატებული ოპერაციაა. ციხეში 3500 ტერორისტი იმყოფებოდა, მათ შორის, ორგანიზაციის ლიდერებიც.

Syrian Observatory for Human Rights-ის ცნობით, ციხიდან გაქცეული რამდენიმე ასეული ჯიჰადისტი მოგვიანებით დააკავეს.

ქურთულმა ძალებმა ციხე ალყაში მოაქციეს და მის ასაღებად ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება.

შეტაკებებს 84 ტერორისტი და 45 ქურთი მებრძოლი შეეწირა. დაღუპულია 7 მშვიდობიანი მოქალაქე.

 

 

 

მსგავსი სიახლეები