ისრაელელემა პედიატრებმა 16 წლამდე ადამიანების Pfizer-ის ვაქცინით აცრას მხარი დაუჭირეს

სამშაბათს, ისრაელის პედიატრების ასოციაციამ გამოაქვეყნა მოწოდება მშობლებისა და ოჯახის ექიმებისათვის, რომ Pfizer-BioNTech ვაქცინა 16 წლამდე მოზარდებშიც გამოიყენონ.

ასოციაციამ განაცხადა, რომ ის ელოდებოდა რეგულატორის მიერ ამაზე თანხმობას. პარასკევს Pfizer-BioNTech-მა აშშ-ს რეგულატორს სთხოვა ავტორიზაცია 12-15 წლის ახალგაზრდებში ვაქცინის გამოყენებაზე. წერილში ნათქვამია, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია ბავშვებში და დაეხმარება ქვეყნებს კორონავირუსის ახალი შემთხვევების შემცირებაში.

“Pfizer-ის ვაქცინა ისრაელში, 12-15 წლის ბავშვებში დაავადების პრევენციაში 100%-ით ეფექტური აღმოჩნდა,” ნათქვამია განცხადებაში.

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში ბავშვებს, როგორც წესი მსუბუქად გადააქვთ დაავადება და მათი აცრა პრიორიტეტი არასდროს ყოფილა.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან 1,114 ბავშვის ჰოსპიტალიზება მოხდა და 163 მათგანს ჰქონდა დაავადება საშუალო ან მძიმე ფორმით. 7 მათგანი კი დაიღუპა.

ისრაელში უკვე 12-16 წლის 600 რისკის ჯგუფში მყოფი ბავშვი აიცრა Pfizer-ის ვაქცინით და მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ქვეყანაში აცრილი ბავშვების უმრავლესობას გულის დაავადებები, დიაბეტი ან სხვა ქრონიკული დაავადება აქვთ.

ქვეყნის პრემიერ მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი ბავშვების აცრას მალე დაიწყებს, თუმცა დრო არ დაუკონკრეტებია.

 

მსგავსი სიახლეები