ისრაელი: მზად ვართ ღაზაში საბრძოლო მოქმედებები განვაახლოთ
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ სამხედროები მზად არიან ღაზას სექტორში საბრძოლო მოქმედებები განაახლონ, თუ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ჰამასთან კიდევ ერთი დღით არ გაგრძელდება.
"ამ წუთში ჩვენ პროგრესირებთ და ველოდებით დამატებითი მძევლების გათავისუფლებას, რომლებიც უნდა დაბრუნდნენ შეთანხმების ფარგლებში," - აღნიშნა მან.
სპიკერის თქმით, IDF "დაჟინებით მოითხოვდა" ჰამასისგან მიმდინარე შეთანხმების შესრულებას, რომლის მიხედვითაც ტერორისტულმა დაჯგუფებამ ქალები და ბავშვები უნდა გაათავისუფლოს.
"ხვალაც ასე გავაკეთებთ. შუამავლები, კატარი და ეგვიპტე, ასევე ვალდებულნი არიან განახორციელონ შეთანხმება, რათა ცეცხლის შეწყვეტა გაგრძელდეს," - ამბობს ის. "ისრაელის თავდაცვის ძალები მზად არის განაახლოს ბრძოლა. ჩვენ მზად ვართ შეტევისთვის ნებისმიერ საათში."
ჰამასის ვიდეოზე, სადაც ნაჩვენებია იარდენ ბიბასი, რომლის ოჯახის წევრებიც, ტერორისტების თქმით, ისრაელის ავიადარტყმას ემსხვერპლნენ, ჰაგარიმ განაცხადა: "ჩვენი გული მასთან და ბიბასების ოჯახთანაა."
მან ვიდეოს "ფსიქოლოგიური ტერორი" უწოდა და აღნიშნა, რომ ჰამასის განცხადება იმის შესახებ, რომ იარდენის ცოლი შირი და ორი მცირეწლოვანი შვილი მოკლეს, ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული.