ისრაელის ფინანსთა მინისტრი: მწვანე პასპორტები არ უნდა გამოვიყენოთ

 

ისრაელის ფინანსთა მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა სამშაბათს განაცხადა, რომ მწვანე პასპორტების ფართო გამოყენება უნდა შეწყდეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს.

ისრაელში მწვანე პასპორტები ვაქცინირებულ პირებს, კოვიდგადატანილებს ან ბოლო 48 საათში ტესტის ნეგატიური პასუხის მქონე მოქალაქეებს აქვთ.

"არანაირი სამედიცინო და ეპიდემიოლოგიური ლოგიკა მწვანე პასპორტს არ აქვს და ამ აზრს ბევრი ექსპერტი იზიარებს. თუმცა, ეს პირდაპირი ზიანია ეკონომიკისთვის, ყოველდღიური ოპერაციებისთვის და არცთუ უმნიშვნელო წვლილი შეაქვს, ყოველდღიური პანიკის შექმნაში."

ლიბერმანმა აღნიშნა, რომ ყველა უწყებასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა მწვანე პასპორტი გაუქმდეს და ისრაელის ყველა მოქალაქეს ნორმალური ცხოვრება დაბრუნდეს.

ისრაელში, საჯარო სივრცეებში შესასვლელად, მწვანე პასპორტი აუცილებელია.

ქვეყანაში კორონავირუსის ახალი ტალღაა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორშაბათს ისრაელში Covid-19-ით ინფიცირების 65 259 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, კვირას კი - 62 210. ორივე მაჩვენებელი რეკორდული იყო.

 

 

მსგავსი სიახლეები