ისრაელმა COVID-19-ის სამკურნალო ანტივირუსული აბები მიიღო

 

30 დეკემბერს ისრაელმა COVID-19-ის სამკურნალო ანტივირუსული აბები მიიღო, რომლის მწარმოებელიც Pfizer-ია. 

ისრაელი მსოფლიოს პირველი სახელმწიფოა, რომელიც Paxlovid-ით მკურნალობას იწყებს.

ლაბორატორიული კვლევებით, პრეპარატი ომიკრონ ვარიანტის წინააღმდეგ ძალიან ეფექტურია.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა განაცხადა, რომ ანტივირუსული აბები დამატებითი შესაძლებლობაა პანდემიის დასამარცხებლად.

Paxlovid-ით მკურნალობის კურსის ღირებულება 530 დოლარია, თუმცა, უცნობია რა ფასი ექნება მედიკამენტს ისრაელის მოქალაქეებისთვის.

Kan-ის ინფორმაციით, ისრაელმა 20 000 აბი მიიღო. ჯამში, Pfizer-თან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ისრაელი Paxlovid-ის 100 000 აბს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები