ისრაელმა ღაზაში "ისლამური ჯიჰადის" ერთ-ერთი ლიდერი მოკლა
ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) პარასკევს შუადღისას განაცხადეს, რომ ღაზას სექტორში "ისლამური ჯიჰადის" ობიექტების დაბომბვა დაიწყეს.
რამდენიმე საათის წინ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა გააფრთხილა პალესტინის ისლამური ჯიჰადი, რომ ისრაელი მიიღებს ზომებს, თუ ტერორისტული დაჯგუფება უარს არ იტყვის ისრაელზე თავდასხმის განზრახვაზე.
ტერორისტული დაჯგუფებადასავლეთ სანაპიროზე ორგანიზაციის ლიდერის დაპატიმრების საპასუხოდ, თავდასხმით სამშაბათიდან იმუქრებოდა.
IDF-მა განაცხადა, რომ ის ღაზას სექტორს ბომბავს და ქვეყნის შიგნით "განსაკუთრებული სიტუაცია" გამოცხადდა.
"განსაკუთრებული სიტუაცია" არის იურიდიული ტერმინი, რომელიც გამოიყენება საგანგებო სიტუაციებში, რაც ხელისუფლებას ანიჭებს უფრო მეტ იურისდიქციას სამოქალაქო მოსახლეობაზე, რათა გაამარტივონ ძალისხმევა მოსახლეობის დასაცავად.
ღაზადან 80 კილომეტრამდე დაშორებულ რაიონებში შეკრება შეიზღუდა, ხოლო საზღვრის მახლობლად მდებარე რაიონებში მცხოვრებლებს დაევალათ ბომბების თავშესაფრებთან ახლოს დარჩენა.
პალესტინური მედიის ცნობით, IDF-მა ჩრდილოეთ ღაზაში შვიდსართულიანი კორპუსი დაბომბა. მოკლულია "ისლამური ჯიჰადის" ერთ-ერთი მეთაური ტაისირ ჯაბარი. ჯაბარიმ ბაჰა აბუ ალ-ატა შეცვალა ჩრდილოეთ ღაზაში ისლამური ჯიჰადის მეთაურად, რომელიც 2019 წელს ისრაელმა მოკლა.