ISW: საეჭვოა ოკუპანტებმა ბახმუტის და სლოვიანსკის დაკავება შეძლონ

სავარაუდოა, რომ რუსეთი დონბასში მსხვილი ქალაქების დაკავებას ვეღარ შეძლებს - ამის შესახებ ომის კვლევის ინსტიტუტის ახალ მიმოხილვაშია ნათქვამი.

"მიმდინარე იერიშის შედეგად რუსეთის არმიამ შესაძლოა დაიკავოს გარკვეული ტერიტორიები E-40 მაგისტრალიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, თუმცა, სავარუადოდ, შეტევა კულმინაციას მსხვილი დასახლებული პუნქტების დაკავებამდე მიაღწევს."

ამერიკელი სამხედრო ექსპერტების თქმით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსეთმა ვერ მიაღწია მნიშვნელოვან წინსვლას სლოვიანსკის მიმართულებით. ამ მიმართულებით ოკუპანტები მძიმე მაგრამ ლოკალური მნიშვნელოვნების ბრძოლებში არიან გახვეულები, რაც მათ მხოლოდ უმნიშვნელო წინსვლას გულისხმობს. 

ამის დასტურად ექსპერტებს ქალაქი სივერსკი მოჰყავთ, რომლის დაკავებას ოკუპანტები 3 ივლისიდან ცდილობენ, თუმცა ქალაქი კვლავ უკრაინელების კონტროლქვეშაა. 

სამხედრო ექსპერტების თქმით, ისეთ მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში როგორიცაა ბახმუტი და სლავიანსკი საბრძოლო პირობები ხელს უწყობს უფრო ეფექტურ თავდაცვას. 

 

მსგავსი სიახლეები