ჯო ბაიდენის სიტყვა ვარშავაში - ძირითადი თეზისები

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი პოლონეთის დედაქალაქში უკრაინის საკითხზე ვრცელი სიტყვით გამოვიდა. 

გთავაზობთ ამერიკის პრეზიდენტის გამოსვლის ძირითად თეზისებს: 

  • 24 თებერვლამდე 21-ე საუკუნეში ცხოვრობდა, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად რუსეთის ფედერაცია 19-ე საუკუნეში დაბრუნდა;
  • ამერიკელი სამხედროები ევროპაში ნატოს დასაცავად არიან; 

  • სანქციების შედეგად, რუბლი ფერფლად გადაიქცა - დასავლეთმა შეტევა მიიტანა რუსეთის ეკონომიკის შუაგულზე, ისე რომ რუსეთმა ვეღარ შეძლოს ომის ფინანსირება;

  • რუსი ოლიგარქები ეხმარებოდნენ რეჟიმის უკრაინაში შეჭრის სამზადისში და დასავლეთმა მათ ყველაფერი წაართვა; 

  • დასავლეთი კრემლს სთავაზობდა რეალურ ზომებს ვითარების სტაბილიზაციისთვის, მაგრამ კრემლმა ეს წინადადებები უარყო;

  • ეს ომი უკვე არის რუსეთის სტრატეგიული მარცხი;
  • რუსეთის მოსახლეობა დასავლეთის და აშშ-მტერი არ არის, მხოლოდ ამ თვეში ათასობით რუსმა დატოვა სამშობლო, ისინი არ უჭერდნენ მხარს ამ ომს:

  • რუსეთს სურდა, რომ ჩვენ შეგვემცირებინა ნატოს ჯარების რაოდენობა მის საზღვრებთან, მაგრამ ახლა ჩვენი კონტინგენტი რუსეთის საზღვრებთან არის გაზრდილი; 

  • დემოკრატიებმა ძალები რამდენიმე თვეში აღიდგინეს, რასაც ადრე წლები სჭირდებოდა;

  • პუტინის გაცხადებული მიზანი უკრაინის დენაციფიკაციაზე ცინიკური ტყუილია;

  • პუტინმა უნდა დაასრულოს ომი და ის ვერ დარჩება ხელისუფლებაში;

  • რუსეთი ვერასდროს დაამარცხებს უკრაინას;

მსგავსი სიახლეები