ჰაკი: 2024 წელი უმნიშვნელოვანესია საქართველოს მომავლისთვის
23 ივლისს, აშშ-ს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის მიმართულების ქვეკომიტეტში საქართველოსა და მოლდოვაში 2024 წელს ჩანიშნული არჩევნების და აშშ-ს პოლიტიკის შესახებ მოსმენა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, ჯოშუა ჰაკის განცხადებით, უცნაურია, როდესაც საქართველოს მოკავშირეების რჩევები "ქართულმა ოცნება" არ გაითვალისწინა, მაშინ, როცა, კრემლმა ღიად შეაქო "რუსული კანონის" მიღება.
„საგანგაშოა ის ფაქტი, რომ საქართველოს ძველი პარტნიორები და მოკავშირეები, ისეთები, როგორებიცაა შეერთებული შტატები და ევროპა, აფრთხილებდნენ და მოუწოდებდნენ არ მიეღოთ ეს კანონი, მაშინ, როცა რუსეთი, ქვეყანა, რომელსაც საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული, მოუწონა ეს კანონი. ქართველ ხალხს და „ქართულ ოცნებას“ ავუხსენით, რომ როცა თქვენი მეგობრები გარწმუნებენ, რომ არ გააკეთოთ ის [მიიღოთ კანონი] და თქვენი ოკუპანტი კი საპირისპიროში გარწმუნებს, ეს ნამდვილად უცნაურია“ - განაცხადა ჯოშუა ჰაკიმ.
ჰაკის თქმით, 2024 წელი უმნიშვნელოვანესია საქართველოს მომავლისა და დემოკრატიული პროგრესისთვის.
"ჩვენ ავუხსენით ხელისუფლებას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობა და აღვნიშნეთ, რომ ყურადღებით ვაკვირდებით პროცესის ელექტრონულად წარმართვას. მხარი დავუჭირეთ საქართველოს თხოვნას, ეუთოს მისია დააკვირდეს არჩევნებს და მოვუწოდეთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს შეუფერხებელი წვდომა საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლებისთვის. ჩვენი მხარდაჭერა ურყევია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მიმართ... ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს საქართველოს მომავალი" - აცხადებს ჯოშუა ჰაკი.