კირბი: უკრაინას უფრო მეტი HIMARS გადაეცემა
შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით HIMARS-ებს გადასცემს. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ 19 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ამ კვირის ბოლოს ადმინისტრაცია გამოაცხადებს იარაღისა და აღჭურვილობის შემდეგ პაკეტს უკრაინისთვის", - თქვა კირბიმ.
მისი თქმით, ეს უკრაინის დახმარების მე-16 პაკეტი იქნება.
"პაკეტში შედის მეტი HIMARS, რომელსაც უკრაინელები ძალიან ეფექტურად იყენებენ ბრძოლის ველზე", - თქვა კირბიმ.
შეერთებული შტატები ასევე უკრაინას დამატებით საბრძოლო მასალას გადასცემს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებისა და არტილერიისთვის.
8 ივლისის მდგომარეობით, პენტაგონის მონაცემებით, ბაიდენის ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა უსაფრთხოების სექტორში დაახლოებით 8 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია უკრაინას.