კლიჩკო: კიევში კრიტიკული ინფრასტრუქტურის ორი ობიექტი დაზიანდა

18 ოქტომბერს სარაკეტო თავდასხმის შედეგად რუსმა დამპყრობლებმა კიევში კრიტიკული ინფრასტრუქტურის ორი ობიექტი დააზიანეს. ამის შესახებ Telegram-ზე კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარება და სამაშველო სამსახურები.

"ამჟამად დედაქალაქის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ბევრ სახლში ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების მიწოდება ნაწილობრივ შეზღუდულია, ზოგიერთ სახლებში წყალმომარაგების ქსელში წნევა შემცირდა და წყლის ფერი შეიცვალა". - განაცხადა მერმა.

კლიჩკომ კიეველებს ელექტროენერგიის მაქსიმალურად დაზოგვის თხოვნით მიმართა, კერძოდ, მოუწოდა, არ ჩართონ მძლავრი ელექტრო ტექნიკა - კონდიციონერები, ელექტრო ქვაბები, მიკროტალღური ღუმელები და ა.შ.

გარდა ამისა, კიევის მერმა დედაქალაქის მცხოვრებლებს, რომლებსაც წყალმომარაგების ქსელში დაბალი წნევა აქვთ, მოუწოდა, წყალი მაქსიმალურად ეკონომიურად გამოიყენონ.

კონტექსტი

18 ოქტომბერს დილით კიევში, დესნიანსკის რაიონში აფეთქებების ხმა გაისმა. ვიტალი კლიჩკოს თქმით, დაზიანებულია კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი.

დღეს ასევე ორი დარტყმა დაფიქსირდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე დნეპერსა და ჟიტომირში. გარდა ამისა, რუსებმა დაბომბეს ხარკოვი და კრივოი როგი.

მსგავსი სიახლეები