კურანი: ერდოღანის სვლა დასავლეთისკენ ანვარ სადათის გადაწყვეტილებას მაგონებს
პროფესორი ტიმურ კურანი თურქეთის პრეზიდენტის მიერ, ვილნიუსში მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება, სადაც შვედეთის პრემიერ-მინისტრთან გამართული მოლაპარკებების შემდეგ, მან თანხმობა განაცხადა სკანდინავიური ქვეყნის ნატოში ინტეგრაციაზე.
"ერდოღანის თავბრუდამხვევი ნაბიჯები თურქეთის დასავლურ წრეში დაბრუნების შესახებ, მაგონებს ანვარ სადათის გადაწყვეტილებას 1972 წლის ზაფხულში ეგვიპტეში სსრკ-ს ჯარების ყოფნის შეწყვეტის შესახებ.
გასაკვირი არ არის, რომ პუტინმა ვიზიტი გააუქმა!"- განაცხადა კურანმა
ამერიკელი პროფესორი ხაზს უსვამს იმ მოვლენებს, რაც უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში მოხდა, კერძოდ - ერდოღანის მიერ უკრაინის "ნატოში" გაწევრიანების მხარდაჭერა, ზელენსკისთვის ნების დართვა, რომ უკან წაიეყვანა "აზოვის" მეთაურები, საფრანგეთისთვის იმ ბირთვული რეაქტორის მონიტორინგის შესაძლებლობა, რომელსაც რუსეთი თურქეთის ტერიტორიაზე აშენებს და შვედეთისთვის "ნატოში" შესვლაზე მწვანე შუქის ანთება.
"მისი შინაგანი მტრობა დასავლეთის მიმართ ცნობილია, მაგრამ როგორც სადათის 1972 წლის ცნობილი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ერდოღანის მოძრაობა [დასავლეთისკენ] შესაძლოა გაგრძელდეს,"- აღნიშნა ამერიკელმა პროფესორმა.
ტიმურ კურანის თქმით, თუკი ერდოღანის დასვლეთისკენ გადადგმულ ნაბიჯებს მეტი ინვესტიცია მოჰყვება, შესაძლოა თურქეთის პრეზიდენტისა და მისი გუნდისთვის, დასავლეთთან პარტნიორობა ძალიან მაცდური აღმოჩნდეს.
-------
მოკლედ:ანვარ სადათის გადაწყვეტილების შესახებ
1971 წელს ეგვიპტის პრეზიდენტმა ანვარ სადათმა საბჭოთა კავშირთან პარტნიორული შეთანხმება გააფრომა, თუმცა სულ რაღაც 1 წელიწადში, მან საბჭოთა სამხედრო ინსტრუქტორებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა.
ამ გადაწყვეტილებას რამდენიმე მიზესზი ჰქონდა, მათ შორის საბჭოთა კავშირის საწინააღმდეგო მოსაზრება ეგვიპტის მიერ ისრაელზე თავდასხმაზე, რისთვისაც ანვარ სადათი ემზადებოდა.
ამავდროულად, აშშ-სა და სსრკ-ს შორის მიმდინარე ურთიერთობები, რომელიც "Detante"-ის სახელით არის ცნობილი.
გარდა ამისა, ხაზგასასმელია თავდასხმითი იარაღის გადაცემაზე უარის თქმა, რამაც ეგვიპტელების გაბრაზება გამოიწვია. საბოლოო ჯამში, ეს გადაწყვეტილება, სსრკ-თვის იმ პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მარცხად მიიჩნეოდა.