კვლევა: უკრაინელების 85% ომში რუსეთის ხელისუფლებას ადანაშაულებს, 42% - ყველა რუსს
უკრაინელების 85.7% უკრაინაში ომში რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას ადანაშაულებს. ამას მოწმობს 22 აგვისტოს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები, რომელიც ილკო კუჩერივის "დემოკრატიული ინიციატივების" ფონდმა რაზუმკოვის ცენტრის სოციოლოგიურ სამსახურთან ერთად ჩაატარა.
ამასთან, გამოკითხულთა 42.5% ამაში დამნაშავედ რუსეთის ყველა მოქალაქეს მიიჩნევს.
გამოკითხულთა 20.2% ფიქრობს, რომ ომზე პასუხისმგებელი უკრაინის მთავრობაა, 17.9% - ნატოს წევრი ქვეყნები, 16.1% - აშშ, 3.1% - უკრაინის მოქალაქეები.
სოციოლოგების თქმით, კვლევის მონაწილეებს რამდენიმე პასუხის არჩევა შეეძლოთ.
გამოკითხვა 5-12 აგვისტოს ჩატარდა 18 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეებში. მთლიანობაში, პირდაპირი გამოკითხვის მეთოდით 2024 რესპონდენტი 112 დასახლებაში გამოიკითხა, რომლებსაც უკრაინის მთავრობა აკონტროლებს და სადაც არ არის საომარი მოქმედებები. შერჩევის თეორიული ცდომილება 2.3%-ს არ აღემატება.