ლატვიამ უკრაინას ნასვამი მძღოლებისთვის ჩამორთმეული 66 ავტომობილი გადასცა

ლატვიამ უკრაინას, ნასვამი მძღოლებისთვის ჩამორთმეული 66 ავტომობილი გადასცა. ამის შესახებ Delfi 4 ივნისს წერს.

"უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის მხარდაჭერის შესახებ" კანონის თანახმად, ლატვიის სახელმწიფოს კუთვნილი მანქანები, უკრაინას შესაძლოა უფასოდ გადაეცეს, რაც უკრაინას საგანგებო სიტუაცების სამსახურს, საკუთარი საქმიანობის განხორციელებაში დაეხმარება.

ლატვიის პოლიციის ინფორმაციით, უკანასკნელი ბოლო 24 საათის განმავლობაში, ნასვამ მდგომარეობაში 17 მძღოლი დააკავეს. ნასვამ მდგომარეობაში მართვის ფაქტზე ოთხი ადმინისტრაციული საქმე და 13 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ხუთ შემთხვევაში, დაკავებულ მძღოლებს სატრანსპორტო საშუალება ჩამოერთმევათ, რვა მძღოლს კი ავტომობილის ღირებულების გადახდა დაეკისრება.

ასეთი გადაწვყეტილება ლატვიას პირველად არ მიუღია. პირველად 7 მარტს გადაწყდა, რომ ნასვამი მძღოლებისთვის ჩამორთმეული რვა მანქანა, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს არმიის ნაწილებს, ვინიცის კლინიკური საავადმყოფოსა და ხარკოვის რეგიონის სამედიცინო გაერთიანებას გადაეცათ.

მსგავსი სიახლეები