ლავროვი: უკრაინელებს ანტირუსული რეჟიმისგან გათავისუფლებაში დავეხმარებით

სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი დაეხმარება უკრაინელ ხალხს გათავისუფლდეს "ანტი-სახალხო და ანტი-რუსული რეჟიმისგან". 

ამის შესახებ ლავროვმა კაიროში არაბული ლიგის სახელმწიფოების მუდმივ წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. 

"ჩვენ გვებრალება უკრაინელი ხალხი, რომელიც გაცილებით უკეთესს იმსახურებს. ჩვენ გვებრალება უკრაინული ისტორია, რომელიც ჩვენ თვალწინ ინგრევა და ჩვენ გვებრალება კიევის სახელმწიფო პროპაგანდის გავლენის ქვეშ მოქცეული ხალხი, რომლის მთავარი მიზანია უკრაინა რუსეთის სამუდამო მტრად გადააქციონ",- თქვა ლავროვმა.

МИД-ს ხელმძღვანელის თქმით, რუსეთი ვალდებულია ამ ვითარებაში დაეხმაროს უკრაინელ ხალხს - "რუსი და უკრაინელი ხალხი კვლავ ერთად იცხოვრებს. ჩვენ აუცილებლად დავეხმარებით უკრაინელ ხალხს გათავისუფლდნენ ანტი-სახალხო და ანტი-რუსული რეჟიმისგან". 

 

მსგავსი სიახლეები