ლიეტუვაში Bayraktar-ის გამოსახულებით საფოსტო მარკა გამოუშვეს

ლიეტუვის ფოსტამ მარკების გაყიდვა დაიწყო, რომელზეც თურქული უპილოტო საფრენი აპარატი Bayraktar-ია გამოსახული. ამის შესახებ კომპანიის პრესსამსახური იტყობინება.

მარკა ტელეკომპანია Laisvės TV-ის პატივსაცემად გამოიცა, რომელმაც ლიეტუვაში უკრაინისთვის Bayraktar-ის შესაძენად თანხის შეგროვება დაიწყო.

"ლიეტუვის ფოსტა და Laisvės TV იწყებენ აქციას, რომლითაც მოქალაქეებს სთავაზობენ ახლად გამოშვებული საფოსტო მარკის გამოყენებას მსოფლიოს ქვეყნების ლიდერებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის წერილების მისაწერად. ჩვენი მიზანია მათ გაუგზავნოთ მესიჯი, რომ მიბაძონ პატარა, მაგრამ ერთიან ქვეყანას და გამოიჩინონ მეტი ინიციატივა უკრაინის დასახმარებლად." - ნათქვამია განცხადებაში.

წერილების კამპანიას შეუერთდებიან ჟურნალისტი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე ანდრიუს ტაპინასი, ტელე და რადიო წამყვანი, მწერალი ვიქტორია ურბონაიტი, ჟურნალისტი, რედაქტორი, წამყვანი რიტა მილუტე და სხვები.

ლიეტუვის ფოსტა ყველას მოუწოდებს აქციაში მონაწილეობისკენ. 

მარკის გაყიდვით შემოსული თანხის ნახევარი უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების საქველმოქმედო ფონდის, Mėlyna ir geltona-ის ანგარიშებზე ჩაირიცხება.

მსგავსი სიახლეები