მაკრონი მარინ ლე პენს: თქვენ დამოკიდებული ხართ პუტინსა და რუსეთზე
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გამართულ დებატებში, ემანუელ მაკრონმა, არაერთხელ შეახსენა მარინ ლე პენს, საკუთარი დამოკიდებულება ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის შესახებ.
"თქვენი ინტერესები დაკავშირებულია რუსეთის ინტერსებთან. თქვენი დამოკიდებული ხართ რუსეთსა და ბატონ პუტინზე"- განაცხადა მოქმედმა პრეზიდენტმა
ემანუელ მაკრონმა დებატების დროს, საკუთარ მეტოქეს არაერთხელ შეახსენა, რომ მან სესხი რუსული ბანკისგან მიიღო, რასაც მარინ ლე პენმა შემდეგი გამართლება მოუძებნა:
"არცერთი ფრანგული ბანკი არ იყო სესხის მოცემაზე თანახმა, სწორად ამიტომ დამჭირდა ამის გაკეთება უცხოეთში"
მარინ ლე პენმა ასევე განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს თავისუფალ უკრაინას და ამ საკითხზე, ემანუელ მაკრონის პრეტენზიებს, უსაფუძვლოს უწოდებს.