მალიარი: ვაგნერელებს ჯერ კიდევ არ დაუტოვებიათ ბახმუტი
ბახმუტში მდგომარეობა "პირობითად სტაბილურია", ვაგნერის დაქირავებულებს ქალაქი ჯერ არ დაუტოვებიათ. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალარი Telegram-ზე წერს.
"ქალაქ ბახმუტში მდგომარეობა პირობითად სტაბილურია. ჩვენ ვაკონტროლებთ ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ გარეუბნებს. ვაგნერელებს ჯერ მთლიანად არ დაუტოვებიათ ქალაქი. ისინი ინსტრუქტაჟს უტარებენ რეგულარული ჯარის ჩამოსულ რაზმებს." - თქვა მან.
მალიარის თქმით, ზოგადად, ფრონტზე ვითარება "გარკვეულწილად იცვლება."
მან აღნიშნა, ზედიზედ რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთი უკრაინას აღმოსავლეთში ოთხი მიმართულებით - ავდეევკის, მარიინკის, ლიმანის და ბახმუტის მიმართულებით უტევდა. მოგვიანებით ის პერიოდულად აქტიურდებოდა კიდევ ორი მიმართულებით - შახტიორსკი და კუპიანსკი.
"ამ დროის განმავლობაში, მტერმა ვერ მიაღწია დონეცკის და ლუგანსკის რეგიონის საზღვრებს. მტერი დაიღალა, ახლა ცვლის და აჯგუფებს ჯარებს", - წერს იგი.
მალიარმა აღნიშნა, რომ შეტევითი ოპერაციების გეოგრაფია "გარკვეულწილად განსხვავებულია."