მარკონი ამერიკას და ბრიტანეთს მოუწოდებს შეწყვიტონ ვაქცინების “დაბლოკვა”

პარასკევს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მდიდარ ქვეყნებს მოუწოდა, რომ  Covid-19-ს ვაქცინების მარაგები ღარიბ ქვეყნებსაც გაუზიარონ. მან ასევე  გააკრიტიკა ამერიკა და ბრიტანეთი, მსგავსი დახმარების “დაბლოკვისთვის.”

საფრანგეთი იყო დიდი შვიდეულის პირველი წევრი, რომელმაც ვაქცინების დონაცია განახორციელა. თუმცა, მაკრონი თავად გახდა სერიოზული კრიტიკის ობიექტი, რადგანაც მან მხარი არ დაუჭირა ვაქცინებზე ინტელექტუალური საკუთრების უფლების მოხსნას.

“რაზე ვსაუბრობთ? ეს რეალურად არ ეხება ინტელექტუალურ საკუთრებას, შენ შეგიძლია ეს ისე მისცე ლაბორატორიას, რომ არ იცოდნენ როგორ აწარმოონ - პირველი პრიორიტეტი ვაქცინების სხვა ქვეყნებისთვის გაზიარებაა,”- თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

“მეორე პრიორიტეტი უნდა იყოს ვაქცინების გავრცელება და არა ინგრედიენტების და ვაქცინების დაბლოკვა. დღეს ანგლო-საქსები ბლოკავენ უამრავ ინგრედიენტს და ვაქცინას.”

გასულ წელს მაკრონი ვაქცინების გლობალურ, საჯარო სიკეთედ გამოცხადებას ითხოვდა და ამბობდა, რომ მდიდარი ქვეყნები უნდა დახმარებოდნენ ღარიბ ქვეყნებს ვაქცინების ყიდვასა ან წარმოებაში.

“მე ამ საკითხში ღია ვარ და როგორც ადრე აღვნიშნე, ჩვენ მთელი წელი ვიბრძოდით, რათა ვაქცინა გლობალურ საჯარო სიკეთე გამხდარიყო. მე მიხარია, რომ ისევ ამ პოზიციაზე ვარ,” - თქვა მაკრონმა.

აპრილში, საფრანგეთმა მავრიტანიას 100,000 ვაქცინის დოზა COVAX პლატფორმიდან გაუგზავნა.

საფრანგეთმა ვაქცინის წარმოება მარტში მას შემდეგ დაიწყო, რაც რნმ-ზე დაფუძნებული ვაქცინის წარმოების ტექნოლოგია მიიღო. 

გარდა ამისა, მაკრონი შეუერთდა ბელგიის, შვედეთის, დანიისა და ესპანეთის პრემიერ-მინისტრებს მოთხოვნას, რომ შეიქმნას ვაქცინების გაზიარების ერთიანი მექანიზმი, რაც “გააორმაგებს დოზების გაზიარების მოტივაციას.”

 

 

მსგავსი სიახლეები