მასკი მედვედევზე: ეს არის ყველაზე აბსურდული პროგნოზი, რაც კი ოდესმე მომისმენია
SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა 2023 წლისთვის დიმიტრი მედვედევის პროგნოზებს "აბსურდული" უწოდა. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა, რომ მომავალ წელს ნავთობის ფასი ბარელზე 150 დოლარი გახდება, ბრიტანეთი ევროკავშირს შეუერთდება და შემდეგ ეს ორგანიზაცია დაიშლება, აშშ-ში კი სამოქალაქო ომი დაიწყება.
მედვედევის თქმით, ილონ მასკი საპრეზიდენტო არჩევნებში იმ შტატებში გაიმარჯვებს, რომელიც სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ რესპუბლიკელებთან დარჩება. ტეხასი კი დამოუკიდებელი ქვეყანა გახდება და მექსიკასთან ერთად ერთობლივ სახელმწიფოს შექმნის.
მასკმა მედვედევს უპასუხა: "ეს ნამდვილად ყველაზე აბსურდული პროგნოზებია, რაც კი ოდესმე მომისმენია, მაგრამ ასევე აჩვენებს ხელოვნური ინტელექტისა და მდგრადი ენერგიის პროგრესის შესახებ ინფორმირებულობის გასაოცარ ნაკლებობას."