მედია: ფინეთი ნატოს წევრობაზე განაცხადის გაკეთებას 12 მაისს გადაწყვეტს
ფინეთი ნატოს წევრობაზე განაცხადის გაკეთებას 12 მაისს გადაწყვეტს, წერს ადგილობრივი გაზეთი ილტალეჰტი სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის თანახმად, ამ დღეს ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო ჩრდილოატლანტიკურ სამხედრო ბლოკში შესვლაზე თანხმობას დააფიქსირებს, რის შემდეგადაც პარლამენტი განაცხადის შეტანას უყრის კენჭს.
მანამდე ფინური მედია წერდა, რომ ნიინისტო მაისის შუა რიცხვებისთვის სტოკჰოლმში ჩასვლას და შვედეთის ლიდერთან ერთად ნატოს წევრობაზე ერთობლივი განაცხადის გაკეთებას გეგმავდა.
ფინეთის კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას პრეზიდენტი განაგებს მთავრობასთან შეთანხმებით.
ფინეთი და შვედეთი ნატოს წევრები არ არიან და მათზე კოლექტიური უსაფრთხოების ქოლგა არ ვრცელდება.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ სკანდინავიის ორ მეზობელ ქვეყანაში საზოგადოებრივი განწყობა ნატოს წევრობის სასარგებლოდ შეიცვალა.
კრემლის პრეს-სპიკერი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ თუ ფინეთი ნატოში გაერთიანდება, რუსეთი "ვითარების გადასინჯვას" შეეცდება.
- მედვედევი: თუ შვედეთი და ფინეთი ნატოში შევლენ, ზომების მიღება მოგვიწევს
- ფინეთი ნატოში გაწევრიანების განაცხადს უახლოეს კვირებში გააკეთებს