მედია: გერმანიის კიბერუსაფრთხოების სააგენტოს უფროსს რუსული კავშირისთვის უშვებენ
გერმანული მედიის ცნობით, გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროში გეგმავენ, თანამდებობდან გაათავისუფლონ ქვეყნის კიბერუსაფრთხოების სააგენტოს უფროსი, არნე შიონბორნი.
მისი შესაძლო გათავისუფლება რამდენიმე დღის წინ გასაჯაროვებულ ჟურნალისტურ გამოძიებას მოსდევს, რომელიც ცნობილმა გერმანელი ღამის შოუს წამოყვანის, იან ბიომერმანის გუნდმა ჩაატარა.
გამოძიებით დაადგინეს, რომ შიონბორნის სააგენტო გერმანიის კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რუსულ კომპანიასთან თანამშრომლობდა.
ეს კომპანია, თავის მხრივ, КГБ-ს ყოფილი მაღალჩინოსნის დაარსებულია.
მედიის უწყებით, გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროში არნე შიონბორნის გათავისუფლება გადაწყვეტილია, თუმცა პრობლემა იმაშია, რომ მას საჯარო მოხელეების კანონი იცავს, რაც თანამდებობიდან მის გაშვებას ართულებს.
ამდენად, სავარაუდოა, რომ შიონბორნი პირველ ეტაპზე სხვა თანამდებობაზე გადაიყვანონ და საჯარო სამსახური შემდეგ დაატოვებინონ.