მექსიკის პრეზიდენტი ასტრაზენეკას ვაქცინით აიცრა

მექსიკის პრეზიდენტი ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი AstraZeneca-ს ვაქცინით სამშაბათს აიცრა. მან მსოფლიოს სახელმწიფოებს AstraZeneca-ს ვაქცინის ნდობისკენ მოუწოდა.

67 წლის ლოპეს ობრადორმა განაცხადა, რომ ვაქცინის სარგებელი ბევრად აჭარბებს რისკებს. აცრის შემდეგ, პრეს-კონფერენციაზე მან მექსიკის ასაკოვან მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა ვაქცინაციისკენ.

“ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ არანაირი საფრთხე და სერიოზული გვერდითი ეფექტები ვაქცინას არ აქვს,” განაცხადა პრეზიდენტმა.

მექსიკამ ვაქცინაცია შარშან, წლის ბოლოს დაიწყო და სრულად 4 მილიონი ადამიანი აცრა, რომელთა უმრავლესობაც 60 წელზე უფროსია. სულ მექსიკის მოსახლეობა 126 მილიონია.

ხელისუფლება მალე გეგმას ვაქცინაციაში 50 წელზე უფროსი ადამიანები და მასწავლებლები ჩართოს.

თებერვალში მექსიკამ AstraZeneca-ს ვაქცინის 77.4 მილიონი დოზა იყიდა. გარდა ამისა, მექსიკა AstraZeneca-ს ვაქცინის 51.1 მილიონ დოზას COVAX პლატფორმიდან მიიღებს.

 

მსგავსი სიახლეები