მექსიკური კარტელის ბოსს 60 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

 

მექსიკური კარტელის ბოსს, "ელ მაროს" პარასკევს 60 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ხოსე ანტონიო იეპესი სანტა როზა დე ლიმას კარტელის ლიდერია. მექსიკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კრიმინალი 2020 წელს დააკავეს.

იეპესი და მისი დაჯგუფება ჩართული იყვნენ საწვავის ძარცვის და ცენტრალურ მექსიკაში ხანძრების ხელოვნურად გაჩენის საქმეში, კარტელის ძირითადი საქმიანობა კი ნარკოვაჭრობაა.

სასამართლომ "ელ მარო" ადამიანების გატაცების ორგანიზებაშიც დამნაშაცედ ცნო.

მექსიკის პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა მოსახლეობას პირობა მისცა, რომ საწვავის ქურდობის და ზოგადად, კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლას დაიწყებდა.

იეპესი ყველაზე გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტია, რომელიც ბოლო წლებში ხელისუფლებამ დააკავა.

 

მსგავსი სიახლეები