მილი: იერიში დაიწყო, უკრაინა ეტაპობრივად მიიწევს წინ

მარკ მილის თქმით, უკრაინის იერიში უკვე დაიწყო და ეტაპობრივად ვითარდება.

ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა ბრიუსელში ნატოს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების სხდომაზე ისაუბრა. 

"უკრაინამ დაიწყო იერიში და ეტაპობრივად მიიწევს წინ. ეს ძალიან მძიმე ბრძოლაა, ეს ძალიან სასტიკი ბრძოლაა და ამაზე დიდი დრო წავა, ხოლო ფასი ძალიან მაღალი იქნება",- განაცხადა მილიმ.

ამერიკელი გენერლის თქმით, უკრაინის არმია გამოირჩევა უმცროსი ოფიცრების მომზადების მაღალი ხარისხითა და ჯარისკაცების მაღალი საბრძოლო სულისკვეთებით. მილის თქმით, განსხვავებული ვითარებაა რუსეთის არმიაში. 

"მათი ლიდერები ყოველთვის შეთანხმებულად არ მოქმედებენ, მათი სულისკვეთება მაღალი არ არის და ისინი თავდაცვაში არიან. ბევრი მათგანი იმასაც კი ვერ ვხვდება რა უნდათ უკრაინაში",- თქვა მილიმ.

 

მსგავსი სიახლეები