მიწისძვრის შედეგად მიღებული ზარალის დასაფარად, თურქეთი საწვავის აქციზს 200%-ით ზრდის

თურქეთმა საწვავზე აქციზი თითქმის 200%-ით გაზარდა, რაც პოტენციურად ქვეყანაში ინფლაციას გაზრდის. ამ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

ახალი სპეციალური გადასახადები ეხება სხვადასხვა სახის საწვავის მოხმარებას, მათ შორის ბენზინს და დიზელს.

თურქეთის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ გადასახადის გაზრდა ხელს შეუწყობს თებერვლის მიწისძვრების ზარალის შედეგად გაჩენილი საჭიროებების დაფინანსებას და სამინისტროს საშუალებას მისცემს შეინარჩუნოს ფულადი სახსრების მნიშვნელოვანი რეზერვები.

მთავრობის შეფასებით, მიწისძვრებმა თურქეთს 100 მილიარდ დოლარზე მეტი ზიანი მიაყენა.

მაგრამ ასევე მოსალოდნელია, რომ ეს გადაწყვეტილება გაზრდის ინფლაციას, რომელიც ამჟამად წელიწადში 38%-ია. 

სტამბოლის კოჩის უნივერსიტეტის ეკონომიკის ასოცირებულმა პროფესორმა ჯემ ჩაკმაკლიმ განაცხადა, რომ გადასახადის ზრდამ შეიძლება წლის ბოლოს ინფლაცია დაახლოებით 60%-ით გაზარდოს.

ახალი კანონპროექტი მიზნად ფისკალური ტვირთის კომპენსირებას კორპორატიული გადასახადების გაუქმებით და ავტომობილებზე გადასახადის გაორმაგებით ისახავს.

მსგავსი სიახლეები