მოსკოვის ხელისუფლებამ ქალაქში დრონების გამოყენება აკრძალა
მოსკოვში უპილოტო საფრენი აპარატების გაშვებაზე აკრძალვა დაწესდა. დრონების გამოყენება მხოლოდ ხელისუფლების ნებართვით იქნება შესაძლებელი.
ამის შესახებ მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა Telegram-ზე განაცხადა.
"გადაწყვეტილება უპილოტო საფრენი აპარატების არასანქცირებული გამოყენების თავიდან ასაცილებლად მივიღეთ, რამაც შესაძლოა სამართალდამცავი უწყებების მუშაობა შეაფერხოს." - აცხადებს სობიანინი.
ამავდროულად, მოსკოვის მერმა აღნიშნა, რომ რუსეთის კანონმდებლობით, უპილოტო საფრენი აპარატის უნებართვო გაშვება დანაშაულია და იწვევს ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.
3 მაისს კრემლის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა კრემლზე თავდასხმა სცადეს.