მსოფლიოში კორონავირუსით 4 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა

მსოფლიოში Covid-19-ით დაღუპული ადამიანების რიცხვმა ოთხშაბათს 4 მილიონს გადააჭარბა.

ოსლოს მშვიდობის კვლევების ინსტიტუტის მონაცემებით, 1982 წლის შემდეგ მსოფლიოში მომხდარ ყველა ომში დაახლოებით ამდენივე ადამიანი დაიღუპა. 

გარდაცვალების ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად მსოფლიოში ავტოავარიებში დაღუპულების რიცხვზე სამჯერ მეტია.

ვაქცინაციის პროცესმა ყოველდღიური სიკვდილიანობა მსოფლიოში მნიშვნელოვნად შეამცირა. თუ იანვარში საშუალოდ ყოველდღიურად 18 000 ადამიანი კვდებოდა, დღეს ეს რიცხვი 7900 გახდა.

თუმცა, ბოლო კვირებში ვირუსის დელტა ვარიანტის გავრცელებამ შეიძლება ეს ტენდენცია შეცვალოს. ბრიტანეთში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი იანვრის შემდეგ პირველად იყო 30 000.  

მნიშვნელოვანი პრობლემაა ვაქცინების ნაკლებობა ღარიბ და განსაკუთრებით ღარიბ ქვეყნებში აფრიკის კონტინენტზე, რაც სიკვდილიანობას ზრდის.

ამერიკამ და დიდი ოცეულის სხვა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ მზად არიან 1 მილიარდი ვაქცინა გაუზიარონ ქვეყნებს, სადაც აცრის დეფიციტია.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მეტი, 600 000 ადამიანი ამერიკაში დაიღუპა. 

გარდაცვალების მაჩვენებლით მეორე ადგილზე ბრაზილიაა - 520 000. თუმცა, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში რეალური რიცხვები ბევრად მაღალია.

მსგავსი სიახლეები