ნეთანიაჰუ პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს
ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, რაც მისთვის პოლიტიკაში ჩართულობის აკრძალვასაც მოიცავს.
Associated Press-ის წყაროს ცნობით, შეთანხმება შეიძლება ამ კვირაშივე გაფორმდეს, რაც ნეთანიაჰუს პოლიტიკიდან წასვლას გამოიწვევს, ყველაზე დიდი საპარლამენტო პარტია ლიკუდი კი ახალ ლიდერს აირჩევს.
Reuters-ის ინფორმაციით 72 წლის პოლიტიკოსი გენერალურ პროკურორ ავიხაი მანდელბიტთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომ პოტენციური პატიმრობის დრო, საზოგადოებისთივს სასარგებლო შრომით ჩანაცვლდეს.
ისრაელის ყოფილ პრემიერს ბრალი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში, ძვირფასი საჩუქრების მიღებაში და კონკრეტული ბიზნეს-ჯგუფების ინტერესების ლობირებაში ედება.
ნეთანიაჰუს პოლიტიკიდან წასვლის შემთხვევაში, მოქმედი სამთავრობო კოალიცია შესაძლოა დაიშალოს და კოალიციაში მყოფმა ორმა მემარჯვენე პარტიამ - ნაფტალი ბენეტის "იამინამ" და გიდეონ საარის "ახალმა იმედმა" მთავრობა ოპოზიციაში მყოფ მემარჯვენე ბანაკის პარტიებთან ერთად დააკომპლექტონ.