ნიდერლანდების არჩევნებში პრემიერ-მინისტრი რუტეს პარტია იმარჯვებს

ნიდერლანდებში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე ყველაზე მეტი მანდატი მოქმედი პრემიერის, მარკ რუტეს პარტიამ მოიპოვა.

 

გამარჯვება რუტეს საშუალებას აძლევს დაიწყოს ახალი კოალიციის ფორმირება და ქვეყნის მეოთხე ვადით მართვა. “მე მაქვს ენერგია კიდევ 10 წლისთვის,” განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და მთავარ გამოწვევად პანდემიის დასრულების შემდეგ ეკონომიკის აღდგენა დაასახელა. მისი მთავრობა იანვარში გადადგა ბავშვების სოციალური დაცვის პროგრამის სკანდალის ფონზე. ნიდერლანდების მთავრობამ შეცდომით დაადანაშაულა ათასობით ოჯახი ბავშვებისთვის განკუთვნილი დახმარების მიღებაში და მისი უკან დაბრუნება მოითხოვა. 

 

რუტეს პარტიამ 150-დან 35 მანდატი მოიპოვა, მისმა კოალიციურმა პარტნიორმა ლიბერალურმა პარტია D66-მა კი - 24. ხერტ ვილდერსის ულტრამემარჯვენე პარტიამ 17 მანდატი მიიღო, ხოლო ჯამში ულტრა-მემარჯვენე დეპუტატების საერთო რაოდენობამ რეკორდულ 29-ს მიაღწია.

 

ყველაზე მძიმე გუშინდელი საღამო მემარცხენე პარტიებისთვის იყო. ლეიბორისტულმა პარტიამ წინა არჩევნების შედეგი გაიმეორა და 9 მანდატი შეინარჩუნა. სოციალისტურმა პარტიამ 9 მანდატი მიიღო, მწვანე მემარცხენეებმა - 7. ორმა პარტიამ წინა არჩევნებთან შედარებით საპარლამენტო ადგილების ნახევარი დაკარგა.

 

კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების მიუხედავად, ნიდერლანდებში აქტივობა 82.6% იყო.

 

წყარო:

bbc.com

 

 

მსგავსი სიახლეები