ნიინისტო: თურქეთი მხარს დაუჭერს ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას
თურქეთი მხარს დაუჭერს ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მადრიდის სამიტზე.
ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტის საული ნიინისტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"სამიტის დაწყებამდე შედგა სამმხრივი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო შვედეთის პრემიერმა და თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიპ ერდოღანმა. შეხვედრის ფასილიტატორი ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი იყო. ამ შეხვედრის შედეგად ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს სამმხრივ მემორანდუმს, რომელიც ადასტურებს, რომ თურქეთი მხარს დაუჭერს ფინეთისა და შვედეთის განაცხადს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით",- ნათქვამია ფინეთის პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალა განახლებადია.