ნიკოლას მადურო: ვენესუელას შეუძლია ვაქცინის საფასური ნავთობის სახით გადაიხადოს

მადუროს თქმით, ვენესუელას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება რამდენიმე გზით შეუძლია. მადურო ამბობს, რომ ქვეყანას შეუძლია  ვაქცინა Covax-ის პლატფორმის მეშვეობით იმ "ფულით შეიძინოს, რომელიც ქვეყანას მოპარეს", მადურო ვენესუელას უცხოურ საბანკო ანგარიშებზე გაყინულ თანხებს გულისხმობს. 

მადუროს თქმით, ქვეყანას, ასევე, შეუძლია ვაქცინის საფასური ნავთობის სახით გადაიხადოს. ვენესუელა ამერიკული სანქციების ქვეშ იმყოფება, ვენესუელის პორტებიდან გამოსული ნებისმიერი ტანკერი და გემის მფლობელი კომპანია ავტომატურად ხდება ამერიკული შეზღუდვების ქვეშ. კომპანიებს, რომლებიც ვენესუელური ნავთობით ივაჭრებენ, ავტომატურად აეკრძალებათ ამერიკულ კომპანიებთან თანამშრომლობა და გაეყინებათ აშშ-ში დარეგისტრირებული საბანკო ანგარიშები. 

წინა კვირებში, ვიცე-პრეზიდენტი, დელსი როდრიგესი ამბობდა, რომ ქვეყნის ანგარიშებზე ჯამურად 7 მილიარდი დოლარია გაყინული და სწორად ამ ფულით იგეგმებოდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შეძენა. როდრიგესის თქმით, ვენესუელა, ასევე, უარს ამბობს Astrazeneca-ს ვაქცინის გამოყენებაზე. 

გასული წლის ნოემბერში ვენესუელაში რუსული წარმოების SPUTNIK V 2 000-მდე ადამიანზე გამოსცადეს, მათ შორის რუსული ვაქცინით აიცრა მადუროს ვაჟმა და მისმა უფროსმა და, მარია ტერეზა. ამის შემდეგ, გასული წლის დეკემბერში ვენესუელამ რუსეთისგან 10 მილიონი დოზის შეძენაზე გააფორმა ხელშეკრულება. ვაქცინაცია ქვეყანაში 19 თებერვალს დაიწყო, რუსული ვაქცინის გარდა ვენესუელაში უკვე ავტორიზებულია ჩინური წარმოების Sinopharm-ის ვაქცინა. 

 

მსგავსი სიახლეები