ნოვოსიბირსკში "ვაგნერელების" მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს
რუსეთში, ნოვოსიბირსკში, "ვაგნერის" კერძო სამხედრო კომპანიის მებრძოლების მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს.
საფლავის კადრები "რადიო თავისუფლების" პროექტმა Сибирь.Реалии-მ გამოაქვეყნა, რომელიც გამოცემას ანონიმურმა წყარომ გაუგზავნა.
ვიდეოში ნაჩვენებია ათობით ახალი საფლავი, რომლებიც, საფლავის ქვების მიხედვით, 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის იანვრამდე დაიღუპნენ. საფლავებზე მიტანილ გვირგვინებზე გამოსახულია ყვითელი ვარსკვლავი და შავი ჯვარი - "ვაგნერის" ერთ-ერთი სიმბოლო.
დაღუპულები სასაფლაოს 7B ნაწილში დაკრძალეს, რომელიც შეიძლება სპეციალურად "ვაგნერის" მებრძოლებისთვის გამოყვეს. გასული წლების სატელიტური სურათებით, გუსინობროდსკის სასაფლაოს ამ ნაწილში სამარხები არ იყო.
წყარომ ასევე აღნიშნა, რომ 7B-ს გვერდით სასაფლაოს ახალი, ჯერჯერობით ცარიელი ბლოკი არსებობს.
საერთო ჯამში, Сибирь.Реалии-მ 7B ბლოკში დაახლოებით 200 საფლავის იდენტიფიცირება მოახერხა.