NYT: რაკეტების ნაწილი, რომლითაც კიევი იბომება რუსეთმა სექტემბერში დაამზადა

რაკეტების ნაწილი, რომლითაც რუსეთი უკრაინის სამოქალაქო ინფრასქტრუქტურას ანადგურებს რუსეთმა დასავლეთის მიერ დასავლეთის მიერ დაწესებული ტექნოლოგიური სანქციების პირობებში დაამზადა. 

ინფორმაციას ამის შესახებ New York Times შეიარაღების შემწავლელი ორგანიზაციის Conflict Armament Research-ის დასკვნაზე დაყრდნობით ავრცელებს

დამოუკიდებელი ცენტრის ექსპერტები უკრაინაში მთავრობის მოწვევით, რუსეთის მხრიდან გახშირებული სარაკეტო იერიშების შემდეგ ჩავიდნენ. ექსპერტებმა შეისწავლეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ ჩამოგდებული Х-101-ის ტიპის რაკეტის ფრაგმენტები. 

სპეციალისტების მტკიცებით, მათ მიერ შესწავლილი ერთ-ერთი ფრაგმენტი მოწმობს, რომ რაკეტა მიმდინარე ზაფხულში დაამზადეს. მათ მიერ შესწავლილი კიდევ ერთი რაკეტის ნამსხვრერებზე აღმოჩენილი მარკირებით დგინდება, რომ მისი წარმოება მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდა. 

ექსპერტების აზრით, ის რომ რუსეთი სანქციების პირობებში აგრძელებს რაკეტებს წარმოებას შესაძლოა 2 ფაქტორით იყოს განპირობებული - შესაძლებელია, რომ დასავლეთის ტექნოლოგიური სანქციების მიუხედავად რუსეთმა იპოვა ამ სანქციებისთვის გვერდის ავლის გზები და ნახევარგამტარების ყიდვას ახერხებს, თუმცა სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ უკრაინაში შეჭრამდე რუსეთმა ნახევარგამტარებისა და სხვა დეფიციტური ტექნოლოგიების მოცულობითი მარაგი შექმნა და ახლა სწორედ ამ მარაგს ხარჯავს. 

 

მსგავსი სიახლეები