OCCRP-მ ევგენი პრიგოჟინი "წლის კორუფციონერად" აღიარა
"ვაგნერის" დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის კვლევის ცენტრმა (OCCRP) "2022 წლის ადამიანად" აღიარა კატეგორიაში "ორგანიზებული დანაშაული და კორუფცია".
"ბინძური ფული, პრიმიტიული ძალადობა, ცინიზმი და დაუსჯელობა, თუნდაც რუსული კანონის ფონზე - სახელმწიფოს მიერ წახალისებული კორუფციის ყველა ნიშანი ერთიანდება მის ფიგურაში", - წერს ორგანიზაცია.
OCCRP-ის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ პრიგოჟინმა "ააშენა რესტორანი და კვების ობიექტების ბიზნესი მომგებიანი სამთავრობო კონტრაქტებით არის, ამ პროცესში მან მილიონობით დოლარი გამოიმუშავა."
რაც შეეხება პრიგოჟინის მიერ დაარსებულ "ვაგნერს", როგორც კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის კვლევის ცენტრი წერს, მისი წევრები "არამარტო განურჩევლად ბომბავენ საცხოვრებელ უბნებს (უკრაინის ქალაქების - რედ.), მათ ბრალად ედებათ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაც."
"რაც არ უნდა მოხდეს შემდეგ, პრიგოჟინი უდავოდ დარჩება მნიშვნელოვან ფიგურად ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის სამყაროში. და იმის გათვალისწინებით, რომ რუსული არმიის რესურსები თითქმის ამოწურულია, სავსებით შესაძლებელია, რომ მის კურსს პუტინის შეფ-მზარეული და მისი დაქირავებულები განსაზღვრავენ." - წერს OCCRP.