ოკუპანტების სადესანტო გემები უკრაინის ნაპირებს 200 კილომეტრით მოშორდნენ

რუსეთის შეაიარაღებული ძალების სადესანტო და სხვა ტიპის საბრძოლო გემები უკრაინულ ნაპირებს 200 კილომეტრით მოშორდნენ. 

ინფორმაციას ამის შესახებ ბატალიონი Південь ავრცელებს. 

"შავი ზღვის საოპერაციო ზონაში სადესანტო და სარაკეტო გემებისგან შემდგარი მტრული ხომალდების დაჯგუფება უკრაინის ნაპირებისგან 200 კილომეტრით მოშორდა",- ნათქვამია ოფიციალურ შეტყობინებაში. 

მიუხედავად ამისა, ბატალიონი ხელმძღვანელობაში ამბობენ, რომ კვლავ ნარჩუნდება გემების მიერ საზღვაო ნავიგაციისა ბლოკადისა და სარაკეტო თავდასხმის საფრთხე. 

______________________________________________

დღის მიწურულს როგორც უკრაინის პოლიტიკური და სამხედრო ლიდერები ამბობდნენ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში ომის ახალი ფაზა დაიწყეს, რომლის მთავარი მიზანიც დონბასზე სრული კონტროლის დამყარებაა. 

რუსეთის შეიარაღებული ძალები ამისთვის რამდენიმე კვირის განმავლობაში ემზადებოდნენ, გადაჯგუფებისა და გადახალისების შემდეგ, არსებული ინფორმაციით ადგილზე მობილიზებული დაახლოებით 70 ბატალიონ-ტაქტიკური დაჯგუფება. 

სამხედრო ექსპერტების აზრით, ოკუპანტების მთავარი ამოცანა დონბასში გამაგრებული უკრაინის არმიის ნაწილების ალყაში მოქცევა და მათი განადგურებაა. 

ბოლო მონაცემებით დონბასში გამაგრებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების დაახლოებით 44 ათასიანი დაჯგუფება, რომელიც ქვეყნის ყველაზე გამოცდილ, კარგად გაწვრთნილ და ბრძოლისუნარიან დანაყოფად ითვლება. 

ომის ახალი ფაზის კონტექსტში ვითარება გამწვავდა არამხოლო აღმოსავლეთ უკრაინაში, არამედ სამხრეთ მიმართულებითაც, სადაც რუსებს აქამდე ყველაზე ხელშესახები წარმატებები ჰქონდათ. 

მსგავსი სიახლეები