ოკუპირებულ ბერდიანსკში 'მაღალჩინოსანი' კოლაბორანტი მოკლეს
ოკუპირებულ ბერდიანსკში რუსების მიერ ორგანიზებული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ოლეგ ბოიკო და მისი ცოლი მოკლეს, ცოლი ბერდიანსკში რუსეთთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმის მოსამზადებელ კომისიას ხელმძღვანელობდა.
"ავტოფარეხთან მოკლეს სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილე, ოლეგ ბოიკო და მისი ცოლი, ლუდმილა ბოიკო, რომელიც რეფერენდუმის მოსამზადებელ ტერიტორიულ საარჩევნო კომისიას ხელმძღვანელობდა",- ნათქვამია კოლობარაციული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ეს არ არის ბერდიანსკში კოლაბორანტების მკვლელობის პირველი შემთხვევა: 26 აგვისტოს ბერდიანსკში კიდევ ერთი მაღალჩინოსანი კოლაბორანტი, ალექსანდრ კოლესნიკოვი მოკლეს.
უკვე სექტემბრის დასაწყისში აფეთქდა კიდევ ერთი კოლაბორანტის, არტიომ ბადრინის ავტომობილი, ბადრინი გადარჩა, თუმცა აფეთქების შედეგად ორივე ფეხი დაკარგა.