ოსტინი: ამერიკა გააგრძელებს უკრაინის დახმარებას
ამერიკის შეერთებული შტატები მისი ტერიტორიის დასაცავად უკრაინის დახმარებას გააგრძელებს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა 10 აგვისტოს ლატვიაში ვიზიტისას განაცხადა, წერს Bloomberg.
მან აღნიშნა, რომ ამერიკა "ესწრაფვის დაეხმაროს უკრაინას და მიაწოდოს მას აღჭურვილობა მისი სუვერენული ტერიტორიის დასაცავად".
ოსტინმა თქვა, რომ რუსეთმა თავისი საუკეთესო სამხედრო ტექნიკა უკრაინაში შესაჭრელად გაგზავნა და დიდი დანაკარგების მიუხედავად ინარჩუნებს თავის საჰაერო და საზღვაო ძალებს.
ბაიდენის ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 9.8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გადასცა.