პალესტინის პრეზიდენტი ისრაელის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი დასავლეთ ნაპირზე ისრაელის თავდაცვის მინისტრ ბენი განცს შეხვდა.
შეხვედრა ისრაელში აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვიზიტს უძღოდა წინ, რომელიც მომავალ კვირაში გაიმართება.
ისრაელსა და პალესტინის ადმინისტრაციას შორის სამშვიდობო პროცესი უკვე ათი წელია, რაც ჩიხშია შესული.
მას შემდეგ ისრაელის და პალესტინის ლიდერები არაფორმალური შეხვედრებით შემოიფარგლებიან, სადაც ძირითადად ეკონომიკის და უსაფრთხოების სფეროებში ყოველდღიურ თანამშრომლობას განიხილავენ.
მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ვიზიტამდე „წყნარი ატმოსფერო“ შევინარჩუნოთ, განაცხადა აბასმა განცთან შეხვედრის შემდეგ.
ცოტა ხნის წინ ისრაელში მმართველი კოალიცია დაიშალა, რასაც პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტის გადადგომა მოჰყვა.
მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე, რომელიც ნოემბერში გაიმართება, ისრაელის მთავრობას პარტია ახალი იმედის ლიდერი იაირ ლაპიდი უხელმძღვანელებს.