პარიზის მეტროს ოთხი ახალი ხაზი და 68 სადგური დაემატება
საფრანგეთის მთავრობა პარიზის მეტროს ქსელის მნიშვნელოვნად გაფართოებას გეგმავს. ამის შესახებ CNN წერს.
პარიზის მეტროს სარკინიგზო სისტემას, რომელიც 1900-იან წლებში აშენდა და ახლა თითქმის ოთხი მილიონი მგზავრი გადაჰყავს ყოველდღიურად და მგზავრობის თანამედროვე მოთხოვნებს ვერ პასუხობს.
პარიზელებისთვის, ვინც ცხოვრობს ან მუშაობს მის ნაკლებად პრესტიჟულ გარეუბნებში, ქალაქის მასშტაბით ცენტრალურ უბნებში გადაადგილება სერიოზული გამოწვევაა, რაც ზრდის მგზავრობის დროს და საცობებში დგომის დროს.
მაგრამ საფრანგეთის მთავრობა მასშტაბურ ცვლილებებს გეგმავს.
პარიზის მეტროში ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი განახლება იწყება. 200 კილომეტრიანი Grand Paris Express ოთხ ახალ ხაზს და 68 სრულიად ახალ სადგურს მოიცავს.
ახალი მეტრო გარეუბნებს ერთმანეთთან მჭიდროდ დასახლებულ პარიზში გავლის გარეშე დააკავშირებს. გარე სარკინიგზო ხაზის დამატება პარიზის მიწისქვეშა რუკაზე, რომელიც აქამდე 14 ხაზისგან შედგებოდა, ცენტრის დატვირთვის შემცირებას გამოიწვევს.
საფრანგეთის მთავრობის განცხადებით, ხაზების მშენებლობა, რომელიც 2016 წელს დაიწყო, ევროპაში ყველაზე დიდი სამოქალაქო ინფრასტრუქტურული პროექტია. მასშტაბებიდან გამომდინარე, იყო შეფერხებებიც.
მატარებელი მემანქანის გარეშე
წინა თვეში ახალი ხაზის ერთ-ერთი პირველი მეტროსადგური, Pzazz გაიხსნა. ახალი მეტროს ხაზების პირველი მატარებელი სატესტოდ აამუშავეს.
Alstom-ის მიერ წარმოებული 108 მეტრის სიგრძის ექვსვაგონიანი მატარებელის დებიუტი ტრიუმფალური მუსიკისა და საფრანგეთის დროშის ფერებში ლაზერების ჩვენების შოუს შედგა.
"ადამიანების ცხოვრების შესაცვლელად, ჩვენ მოგვიწევს შევცვალოთ მათი გადაადგილება," - თქვა საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრმა კლემან ბოუნმა 28 ნოემბერს ჩატარებულ ღონისძიებაზე, რომლის დროსაც მატარებელმა წარმატებით გაიარა ორი კილომეტრიანი ტესტირება მე-15 ხაზის მონაკვეთზე.
საფრანგეთი იმედოვნებს, რომ Grand Paris Express მნიშვნელოვნად შეამცირებს ტრანსპორტირების დროს საზოგადოებრივ ტრანსპორტში გარეუბანიდან გარეუბანში გადაადგილებისთვის და შეამცირებს მანქანების გამოყენებას პარიზის რეგიონში მცხოვრებთათვის.
Grand Paris Express-ის ერთ-ერთი ახალი მეტროსადგურის რენდერი
მეტროს სხვა ხაზებისგან განსხვავებით, მატარებლებს მემანქანე არ ეყოლება, რათა სრულად ავტომატური სწრაფი სატრანსპორტო ქსელი შეიქმნას, რაც იმას ნიშნავს, რომ არ იქნება საჭირო ახალი მძღოლების დაქირავება და მომზადება, გარდა ამისა, არ იქნება გაფიცვების რისკი.
"ჩვენ წარმატების სწორ გზაზე ვართ," - აღნიშნა ბოუნმა. "ეს იქნება კარგი მაგალითი საფრანგეთის სხვა ქალაქებისთვის."
პარიზი მსოფლიოს პირველ ქალაქებს შორის იყო, სადაც მეტრო ამოქმედდა. მისი პირველი ხაზი 1900 წელს გაიხსნა. ის სწრაფად გაფართოვდა მომდევნო ათწლეულების განმავლობაში.
Grand Paris Express-ის გახსნამდე, ის უკვე გადაიქცა 800 კილომეტრიან მეგა სისტემად, რომელიც 16 ცენტრალურ მეტროს ხაზს და ხუთ Réseau Express-ის რეგიონულ ან სამგზავრო სარკინიგზო ხაზს მოიცავს მიმდებარე გარეუბნებისთვის.
ახალი პროექტით სისტემას ოთხი ახალი ხაზი დაემატება, ორი მოქმედი ხაზი კი გაფართოვდება.