პატრუშევი: ომის მიზანი არა რეჟიმის შეცვლა, არამედ გენოციდის შეჩერებაა
რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიაზე ისაუბრა. პატრუშევის თქმით, კოლექტიური დასავლეთი ცდილობს უკრაინის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები დაამახინჯოს.
"უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სპეცოპერაციის მიზანი არა კიევის რეჟიმის შეცვლაა, როგორც ამის წარმოჩენას დასავლეთი ცდილობს, არამედ ადამიანების გენოციდისგან დაცვაა", - თქვა პატრუშევმა.
ამავდროულად, პატრუშევის განმარტებით, "სპეცოპერაცია დროული და შემაკავებელი ზომაა დონბასთან მიმართებით კიევის დანაშაულებრივი ნაბიჯების აღსაკვეთად."
უკვე მრავალი წელია, ნიკოლაი პატრუშევი რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოსტს იკავებს. ამ უწყების თავმჯდომარე ვლადიმირ პუტინია. 1990-იანი წლების მიწურულს პატრუშევი რუსეთის ფედერალური სამსახურის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
უფრო მეტი ნიკოლაი პატრუშევისა და რუსეთის მმართველი ელიტის შესახებ წაიკითხეთ აქ.