პატრუშევი: ცხელი ფაზა, რომც დასრულდეს ანგლო-საქსები პროქსი-ომს გააგრძელებენ

ნიკოლაი პატრუშევის თქმით, დასავლეთის ქვეყნები უკრაინაში მიმდინარე ომის მონაწილეები გახდნენ და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ომი მაქსიმალურად გაწელონ. 

"უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობა აჩვენებს, რომ აშშ და ნატო მზად არის გაიღონ მაქსიმალური ძალისხმევა ამ კონფლიქტის გაჭიანურებისთვის",- ამბობს პატრუშევი, რომელიც ვლადიმირ პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრად მიიჩნევა. 

"კონფლიქტის ცხელი ფაზის დასრულების შემთხვევაშიც კი ანგლო-საქსური სამყარო არ შეწყვეტს პროქსი-ომს რუსეთისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ",- ამბობს პატრუშევი.

კონტექსტი

პატრუშევამდე დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის ტანკების გადაცემის საკითხს გამოეხმაურა დმიტრი პესკოვიც. მისი თქმით, ამერიკული Abrams-ები სხვა ტანკების მსგავსად დაიწვება და ეს კონფლიქტის მიმდინარეობას ვერ შეცვლის. 

"ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, ასეთი შეიარაღების გადაცემა პრინციპულად ვერაფერს შეცვლის, მაგრამ შეჰმატებს პრობლემებს უკრაინას და უკრაინელ ხალხს",- განაცხადა პესკოვმა.  

 

 

მსგავსი სიახლეები