პენტაგონი: უკრაინა კამიკაძე დრონებს ეფექტურად იყენებს

პენტაგონი აცხადებს, რომ უკრაინელი სამხედროების კამიკაძე დრონ Phoenix Ghost-ს ძალიან ეფექტურად იყენებენ. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

"უკრაინელები კარგად იყენებენ კამიკაძე დრონ Phoenix Ghost-ს. ეს საშუალებას გვაძლევს მწარმოებელს დამატებით შევუკვეთოთ ეს სისტემები", - თქვა აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა.

მან დასძინა, რომ აგვისტოდან პენტაგონი შეძლებს უზრუნველყოს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ამ დრონების უწყვეტი მიწოდება.

Phoenix Ghost არის ამერიკული კომპანია Aevex Aerospace-ის მიერ წარმოებული კამიკაძე დრონი. მას იყენებენ როგორც დაზვერვისთვის, ასევე კამიკაძე დრონის ფუნქციით.

ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის ფარგლებში აშშ უკრაინას 580 Phoenix Ghost-ს გადასცემს.

მსგავსი სიახლეები