პესკოვი: საბოლოოდ კიევს ყველა პირობაზე დათანხმება მოუწევს
ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერის თქმით, კრემლში იმედს არ კარგავენ, რომ საბოლოოდ დასავლეთში საღი აზრი გაიმარჯვებს, ხოლო უკრაინას რუსეთის ყველა პირობაზე მოუწევს დათანხმება.
"ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ ადრე, თუ გვიან საღი აზრი გაიმარჯვებს და დაიწყება მოლაპარაკებების სერია, რომლის ფარგლებშიც უკრაინას მოუწევს კიდევ ერთხელ გაიგოს ჩვენი ყველა პირობა და დაეთანხმოს მათ. უკრაინელებმა ეს პირობები შესანიშნავად იციან საჭირო იქნება მხოლოდ მოლაპარაკებების მაგიდასთან იმ დოკუმენტის დაფიქსირება, რომელიც უკვე დიდწილად შეთანხმებულია",- ამბობს პესკოვი.
მაღალი ალბათობით, დმიტრი პესკოვი მარტში გამართულ მოლაპარაკებებს გულისხმობს, რომლის ფარგლებში მხარეებმა სტამბულში გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს.