პეტერბურგთან სამხედრო აკადემიის სამი კურსანტი გარდაიცვალა
სერტოლოვოში, სანქტ-პეტერბურგთან ახლოს, ბუდიონის სამხედრო კომუნიკაციების აკადემიის ტერიტორიაზე სამი კურსანტი დაიღუპა. ამის შესახებ 28 მარტს Baza და "Осторожно, новости" წერენ.
"Осторожно, новости-ს" ინფორმაციით, 26 მარტს კურსანტები შვებულებაში იყვნენ, საღამოს აკადემიაში დაბრუნდნენ. მერე კოლეგებთან ერთად დასაძინებლად წავიდნენ.
27 მარტის დილას იუნკერები ავად გახდნენ და ჰქონდათ ეპილეფსიური შეტევის ნიშნები. ისინი ექიმების მოსვლამდე დაიღუპნენ.
Baza აზუსტებს, რომ ისინი 19 წლის იყვნენ.
Фонтанка-ს თქმით, ახლა გამოძიება მათი გარდაცვალების გარემოებებს ადგენს. საგამოძიებო ორგანომ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 293-ე, "დაუდევრობის" მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
გამოცემის წყარომ განაცხადა, რომ ახალგაზრდები შეიძლება რომელიმე ქიმიური ნივთიერების მოხმარების შემდეგ დაიღუპნენ.